June 19, 2011

თბილისი ღამით/Tbilisi @ Night

დაპოსტვას არ ვაპირებდი თუმცა ხანდახან გარემოებები და მორალი გვაძულებს საწინააღმდეგოდ მოქცევას.
მაშ ასე: რიტორიკა ქართულად, "პროფესიონალი" კლუბური სამყარო.


     საქმე იმაშია რომ გასულ WeekEnd-ზე მეგობარმა გასართობად წასვლა შემომთავაზა და როგორც Old School-ის მოყვარულებმა "Safe Lounge"-ში გადავწვიტეთ წასვლა, სადაც OLD SCHOOL PARTY იყო დაგეგმილი.

     პრობლემები მისვლისთანავე შეიქმნა. მიუხედავად იმისა რომ მისვლა დამაგვიანდა,  მითხრეს რომ ჯერ კიდევ ადრე იყო ღონისძიების დაწყება, რაც თავისთავად ორგანიზების ხარისხზე მიუთითებს.
     "Safe"-ის გაღებამდე დარჩენილი ნახევარი საათის გატარება მე და ჩემმა მეგიბარა, შორიახლოს, ბამბის რიგში მდებარე German Bar-ში ვამჯობინეთ, თუმცა სრული კომფორტის შექმნა იქაც გაგვიჭირდა.
     მენიუს დათვალიერებისას, თბილისელების საყვარელი "გლამურული" კონიაკების ჩამონათვალის გვერდზე, სიცოცხლეს გამოსალმებულ პატარ მწერს წავაწყდი, რამაც ცოტა არ იყოს ხასიათი წამიხდინა, მაგრამ გვერძე მაგიდასთან მსხდომ უცხოელებს რომ გადავხედე და წარმოვიდგინე ჩემ ადგილას ისინი რომ აღმოჩენილიყვნენ, გამიხარდა კიდევაც, რადგან უბრალოდ, ეს ფაქტი, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ერთ-ერთ ბარში ნაპოვნ მწერად, ალბათ არ დაამახსოვრდებოდათ.

     ამასობაში სატელეფონო კავშირი დავამყარე "Safe Lounge"-ის მენეჯერთან, რომელიც  დამპირდა რომ ზემოთ აღნიშნული და სხვა ხარვეზები გამოსწორდებოდა და სულ ცოტა ხანში შევძლებდით Old School-ის ჰანგებით დატკბობას.
     მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა რომ Age Control-ი 18-ის ნაცვლად 25 წლიდან აღარ მოქმედებდა, თუმცა იმის გამო რომ ეს გარემობა, ღონისძიების სარეკლამო ბანერზე მითითებული არ იყო, სრული უფლება მქონდა გამეპროტესტებინა ამ მიზეზის გამო ჩემი დისკრიმინაცია.
     აღარ დავკონკრეტდები და მოკლედ ვიტყვი რომ, დაცვის თანამშრომლებით  დაწყებული, დამთავრებული კონკრეტულად ამ ღონისძიების ორგანიზატორით, არავინ აღმოჩნდა სათანადოდ კომპეტენტური პირი იმისათვის რომ, ყველა წესის დაცვით, დავეშვით ან არ დავეშვით კლუბში.
     საბოლოო ჯამში, ჩემი დიდი ძალისხმევის შედეგად, გაურკვევლობა მოგვარდა, თუმცა შენობაში შესულს სულაც არ დამხვდა ის სიტუაცია რასაც ველოდი. დაგეგმილის ნაცვლად, მთელ დარბაზში Justin Timberlake-ის ცნობილი სიმღერის Sexy Back ელეკტო მიქსი ჟღერდა, რამაც საბოლოოდ გამიცრუა მოლოდინი  და რის გამოც, დემონსტრაციულად დავტოვე აღნიშნული ტერიტორია.
     სახლში დაბრუნებულს კი ტელევიზორში მართლაც რომ ბედის ირონიას წავაწყდი. ერთ-ერთ იუმორისტულ შოუში, (შეფარვით მაგრამ მაინც) სწორედ იმ პრობლემას შეეხნენ რამაც რამოდენიმე საათის წინ პირადად მე დამაზარალა.

ბმული ნახსენებ იუმორისულ გადაცემაზე

No comments:

Post a Comment